flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის მიღმა

პრექტის აღწერა: „ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის მიღმა“ მიზნად ისახავს, განავითაროს ადგილის შეგრძნება (sense of place) და ადგილებზე ზრუნვა, ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო საზოგადოებაში ადგილების როლის უფრო სიღრმისეულ გააზრებას და ისეთი ადგილების/სივრცეების შექმნას უნივერსიტეტში, რომლებიც მათში ჩართულ ინდივიდებს პიროვნული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს შესთავაზებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროექტი ადგილებით აღსავსე უნივერსიტეტის (placeful university) შექმნას ესწრაფვის.   პროექტს საფუძვლად უდევს რწმენა, რომლის თანახმად, უმაღლეს განათლებაში სერტიფიცირებული ცოდნის გადაცემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური ურთიერთობების გაღრმავება და ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა მონაწილის პიროვნულ განვითარებას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და საერთო-საკაცობრიო ღირებულებების კულტივირებას.

მოცემულ ეტაპზე პროექტის ფარგლებში პრაქტიკული კვლევის (action research) ფოკუსია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტების ადგილების სამყარო, ინტერკულტურული დიალოგის განვითარება ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შორის, ონტოლოგიური განათლების პრინციპების განხორციელება ადგილების შექმნის, აღმოჩენისა და მათზე ზრუნვის შედეგად. ონტოლოგიური განათლების იდეა უპირისპირდება თანამედროვე უმაღლეს განათლებაში გაბატონებულ (და გაფეტიშებულ) გაზომვადობის პრინციპს, რომელიც სწავლის შედეგების რაოდენობრივ გამოხატვას ემყარება და არაგაზომვად შედეგებს დიდწილად, უგულებელყოფს. ონტოლოგიური განათლება არ უარყოფს ეკონომიკური განზომილების მნიშვნელობას, თუმცა ის, უპირველესად, სტუდენტის პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული.

პროექტის ფარგლებში იმართება ყოველკვირეული არაფორმალური  შეხვედრები სტუდენტებთან, რომლებზეც დასწრება თავისუფალია. შეხვედრას ზოგჯერ პროექტის ხელმძღვანელი წარმართავს, ზოგჯერ კი – თავად სტუდენტები. გარდა ამისა, პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივით, პერიოდულად ეწყობა გასვლითი ღონისძიებები თბილისში და მის ფარგლებს გარეთ. პროექტში ჩართული სტუდენტების ნაწილი წერს დღიურს, რომელშიც ისინი აღწერენ საკუთარ გამოცდილებებს და დამოკიდებულებებს ადგილებთან და სივრცეებთან მიმართებით. იგეგმება აღნიშნული დღიურების გამოქვეყნება კრებულის სახით, რომელსაც თან დაერთვება პროექტის აღწერა.

უფრო დაწვრილებით პროექტის შესახებ იხ. პოსტი ბლოგზე „უმაღლესი განათლება საქართველოში“

სამუშაო ჯგუფი:

გიორგი თავაძე

ქეთევან აფთარაშვილი

ვანდანა კანვარი

ადიტია სინგჰ რათორი

შრიაშ საჩინ დჰუსი

დიშა პანკაჟ გუჯარათი

ქუშბუ არშად შაიხი

  • ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრი
  • ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ
  • სიახლეები
  • მკვლევრები
  • კვლევა
    • ინტერდისციპლინური პოსტკოლონიური კვლევები
    • განათლების ინტერდისციპლინური კვლევები
    • პოლიტიკისა და სამართლის ფილოსოფია
    • პუბლიკაციები
  • ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ლექციები
  • InterDigital
  • კონტაქტი

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University