ლექტორიუმზე მოწვეულები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლების და ჯანდაცვის სპეციალისტები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის წარმომადგენლები.
ლექტორიუმზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები:
- ,,პარტნიორობისა და სექსუალური განათლების განვითარება უმაღლესი განათლების სფეროში: აკადემიკოსებისა და პრაქტიკოსების აზრის კვლევა საქართველოში” (მომხსენებელი: კახაბერ ლაზარაშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი)
- ,,სექსუალური განათლება როგორც სტუდენტთა პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული განათლების ნაწილი: ჰოლისტური მიდგომის საჭიროება” (მომხსენებელი: გიორგი თავაძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი)
- „სექსუალური ჯანმრთელობის პროგრამა და სერვისები” (მომხსენებელი: ნინა გოგოხია – თბილისი ბალნეოლოგიური კურორტის ფსიქო-სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, კლინიკური ფსიქოლოგი, ნეირომეცნიერების დოქტორი)
- „ბალნეოთერაპიის როლი სექსუალური დარღვევების დროს“ (მომხსენებელი: ნანა გულუა – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტოლოგი, ხარისხის კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი)
მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართება 1-საათიანი დისკუსია. დისკუსიის მოდერატორი: ეკა სანიკიძე (თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის სამედიცინო დირექტორი)
შეხვედრის ადგილი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
შეხვედრის ფორმატი: პირისპირ
სამუშაო ენა: ქართული