მიმდინარე წლის 3 მარტს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მხარდაჭერით და EEU სტუდენტური კლუბის – Neurozeal ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური ოლიმპიადა ნეირომეცნიერებების მიმართულებით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 40-მდე საერთაშორისო სტუდენტმა;
ოლიმპიადის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდა ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის 3 გამარჯვებული სტუდენტი:
I ადგილი: რაჰულ შაილეშ პატილ
II ადგილი: ჰადეშ ამბალალ ჩაუდჰარი
III ადგილი: კადირ სელვარაჯ
გამარჯვებული სტუდენტები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ამავდროულად, მათ გადაეცათ სამედიცინო კვლევის პლატფორმაზე AMBOSS-ის უფასოდ წვდომის უფლება; კერძოდ, პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს გადაეცა აღნიშნულ პლატფორმაზე 1 წლის, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილოსან სტუდენტებს 6 და 3 თვიანი ვადით უფასოდ წვდომის პაკეტები.
Neurozeal-ის ოლიმპიადა 2023 სტუდენტური კლუბის პირველი ღონისძიებაა, რომელიც ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. სტუდენტური კლუბი სამომავლოდ გეგმავს კიდევ მრავალი საინტერესო ღონისძიების განხორციელებას;