21 მარტს, 16:00 საათზე, გაიმართება დისკუსია თემაზე: ,,მართავ, თუ გმართავენ (ემოციები)’’
აქტივობის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ემოციური ინტელექტის როლი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამოკვეთოს მეცნიერულ ჭრილში ის ფსიქოლოგიური ასპექტები და თავისებურებები, რაც ემოციებს ახასიათებს და შესაბამისად გაანალიზოს დეტალები, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები
- ემოციების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- ემოციები ადამიანური რესურსების მართვის დროს (სამუშაო გარემოში);
- ემოციების მართვა სისტემაში;
სპიკერები:
ბექა ბოსტოღანაშვილი (EEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი)
დავით გოცაძე (EEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი)
თამარ თხელიძე (EEU-ს განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი)
დისკუსიაში ჩართული პირები:
კახაბერ ლაზარაშვილი – EEU-ს რექტორი, ასოცირებული პროფესორი
გიორგი თავაძე – ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (EEU), EEU-ს პროფესორი
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენეტები.
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 21.03.2023, 16:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401