ვიშეგრადის ფონდი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვისა და მკვლევრებისთვის ყველა დისციპლინაში ოთხი სემესტრის განმავლობაში 190-ზე მეტ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
პირობები:
- განმცხადებელი არ უნდა იყოს მასპინძელი უნივერსიტეტის ქვეყნის მოქალაქე;
- განმცხადებლის ამჟამინდელ დამსაქმებელს/უნივერსიტეტს ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილსა და მასპინძელ უნივერსიტეტს/ინსტიტუტს შორის მანძილი უნდა აღემატებოდეს 150 კმ-ს;
- სწავლის/კვლევის მხარდაჭერის პერიოდი არის 1-2 სემესტრი სრულ განაკვეთზე მაგისტრატურის მიმართულებით ან მაგისტრატურის შემდგომი სწავლებისათვის/კვლევისათვის.
- სტიპენდიის ოდენობაა 3000 ევრო სემესტრულად მეცნიერისთვის, ხოლო 1500 ევრო მასპინძელი დაწესებულებისთვის.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს ონლაინ My Visegrad-ის მეშვეობით (მიჰყევით ბმულს https://my.visegradfund.org/Account/Login) 15 აპრილს, საღამოს 12 საათამდე (შუადღე). დოკუმენტები უნდა იყოს ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ან უნივერსიტეტის ოფიციალური პირის მიერ: