აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში აშშ-ის საელჩოს – წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში ქართულ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელოს ,,ფინანსების აღრიცხვა“ (მე-5 გამოცემა, ავტ: ჯეფრი უეიბრაიტი და რობერტ კემპი, გამომცემლობა Pearson, პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროექტის ფარგლებში ითარგმნა.
პრეზენტაციას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური კოლეგიის თავჯდომარე დავით ჩერქეზიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნათია თურნავა, აშშ-ის საელჩოს გრანტების მენეჯერი ანა ხარიბეგაშვილი, სახელმძღვანელოს მთარგმნელთა ჯგუფი, განათლების ექსპერტები, მოწვეული სტუმრები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წიგნის თარგმანის პროექტზე მუშაობდნენ:
- შალვა მაჭავარიანი – პროექტის ხელმძღვანელი, რედაქტორი (EEU)
- ჯულიეტა ანდღულაძე – პროექტის თანახელმძღვანელი(UG)
- დავით სიხარულიძე – მკვლევარი/სამეცნიერო რედაქტორი (EEU)
- მიხეილ თოქმაზიშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (EEU)
- იოსებ მამუკელაშვილი – მკვლევარი/მთარგმნელი (CU)
- თამარ გამსახურდია – მკვლევარი/მთარგმნელი (GRUNI)
- თამარ ყეინაშვილი – მკვლევარი/თარგმნელი (EY)
- გელა გრიგოლაშვილი – მკვლევარი/თარგმნელი (EEU)
- თეა მუნჯიშვილი – მკვლევარი/თარგმნელი (TSU)
- თათია ღერკენაშვილი – ტექნიკური რედაქტორი, პროექტის კოორდინატორი (EEU)
- მარინა ჟღენტი – კორექტორი (UG)