ღია კარის დღეების ფარგლებში 3 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ,,დანაშაულის გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკა’’.
სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ინფორმაცია მიიღონ კონკრეტული სისხლის სამართალის საქმისა და დანაშაულის გამოძიების მეთოდების შესახებ.
სპიკერი: ნიკა სადრაძე – ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
სამიზნე აუდიტორია: მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 3 ივნისი, 15:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (https://goo.gl/maps/2Ejq5EnxkZ3rGuQR7)
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8