აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ეწვივნენ:
- პოლ გიბსი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, მიდლსექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) და სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ავსტრალია) პროფესორი
- პანაიოტის ანგელიდეს – ვიცე-რექტორი აკადემიურ საკითხებში და სასკოლო განათლების პროფესორი, ნიქოზიის უნივერსიტეტი (კვიპროსი).
- ლუიზ დელინგვოთერ – ბრიტანული ცივილიზაციის პროფესორი, სორბონის უნივერსიტეტი (საფრანგეთი).
- ანატოლი ალექსიენკო – პროფესორი საერთაშორისო უმაღლესი განათლების მიმართულებით, ჰონგ-კონგის განათლების უნივერსიტეტი (ჩინეთი).
კვირეულის ფარგლებში მეცნიერები შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს, რომელთაც გაუზიარეს საკუთარ გამოცდილება აკადემიური საქმიანობისა და უმაღლესი განათლების სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სორბონის უნივერსიტეტისა და EEU – ს თანამშრომლობის ფარგლებში გამოცემული წიგნის, „Covid-19-ის პანდემიის არათანაბარი გავლენა კეთილდღეობაზე ევროპაში“ (The unequal costs of Covid-19 on well-being in Europe) პრეზენტაცია გაიმართა. პროფესორ პოლ გიბსისა და პროფესორი ლუიზ დელინგვოთერის რედაქტორობით გამოცემულ წიგნში მიმოხილულია პოსტკოვიდური სიტუაცია ევროპაში, ასევე ასახულია პანდემიის გავლენა მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე, მათ შორის საქართველოში.
ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის ამსახველ ვითარებაზე, “Covid-19-ის ეკონომიკური შედეგები და კეთილდღეობა საქართველოში“ (The Economic Repercussions of Covid-19 and Wellbeing in Georgia) აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა იმუშავეს:
- კახაბერ ლაზარაშვილი – პროფესორი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი
- დავით სიხარულიძე – პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი
- ვასილ კიკუტაძე – პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
- თამთა ლეკიშვილი – ასისტენტ-პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა დაისახეს სამომავლო გეგმები, რაც სორბონის უნივერსიტეტთან ახალი სამეცნიერო პროექტის, ასევე ჰონკონგის უნივერსიტეტთან სამეცნიერო მუშაობის დაწყებას გულისხმობს.
სორბონის, ჰონკონგისა და ნიქოზიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან გააფორმონ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც აკადემიური პერსონალის მობილობასა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს შეუწყობს ხელს.