აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისთვის გრძელდება.
ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ფარგლებში 14 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება დისკუსია: ,,ემოციური ინტელექტი და XXI საუკუნე’’.
ემოციური ინტელექტი არის წარმატების მთავარი ფორმულა XXI საუკუნეში. ადამიანის წარმატება 85%-ით განისაზღვრება ემოციური ინტელექტის (EQ) და 15%-ით ზოგადი ინტელექტის კოეფიციენტით (IQ).
როგორ გავხდე წარმატებული?! ჩაერთე დისკუსიაში და გაეცანი ემოციური ინტელექტის საშუალებით წარმატების მიღწევის მარტივ წესებს.
სპიკერი: ნანა გოგიჩაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი.
სამიზნე აუდიტორია: მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 14 მაისი, 14:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8