1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში: 1999-2000 – სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ, შემდგომ ექსპედიციის განყოფილების გამგედ, 2000-2005 – საერთო განყოფილების უფროსად.
2006-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
2008-2011 წლებში დასაქმებული იყო საქართველოს კონტროლის პალატაში: 2008-2009 – კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად, 2009-2011 – კონტროლის პალატის მთავარ აუდიტორად.
2011 წლიდან მუშაობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2020 წლიდან დღემდე არის ხარისხის მართვის კოორდინატორი და დირექტორის მოადგილე სამართლებრივი მიმართულებით.
2022 წლის სექტემბრიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის „ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის“ მკვლევარი.
ტრისტან ბენაშვილი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის, ვორკშოპისა და სემინარის მონაწილე.
კონფერენციები, ვორკშოპები და სემინარები:
- “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” შესაძლებლობების გაძლიერება – საფრანგეთი (ლიონი) – 2017 წელი;
- “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” შესაძლებლობების გაძლიერება – იტალია (მილანი) – 2017 წელი;
- მარეგულირებელი აუდიტი – ამერიკის შეერთებული შტატები USAID (ლუივილი, კენტუკი, ლანსინგი, მიჩიგანი) – 2014 წელი;
- ენერგეტიკის რეგულირება – ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაცია ERRA უნგრეთი, ბულგარეთი – 2015 წელი;
- ეფექტიანობის აუდიტის კურსი, საერთაშორისო ფინანსური აუდიტის კურსი – საქართველოს კონტროლის პალატა – 2010 წელი;
- პრაქტიკული სამართლის ტრენინგი, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები – 2007 წელი.