აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი მიმდინარე წლის 4 ივნისს მართავს მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივ კონფერენციას: „სასკოლო განათლება – თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციები’’
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო საქმიანობაში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი ჩართულობის სტიმულირება, სტუდენტური გამოცდილების მოსწავლეებისთვის გაზიარება, ზოგადი განათლების სფეროში არსებული ძირითადი პრობლემატიკის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული;
რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ; კითხვა-პასუხი – 5 წთ.;
კონფერენციის ფორმატი: პირისპირ
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს; მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკონფერენციო თემები მოამზადონ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების პროგრამების სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად ან ინდივიდუალურად;
კონფერენციის საორიენტაციო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს :
- სკოლის მართვა, ინოვაციები და ხარისხის უზრუნველყოფა;
- მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა;
- მშობლის როლი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში;
- ბავშვთა უფლებები და განათლება;
- ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სასწავლო გარემოში;
- შეფასება და მოტივაცია.
- სკოლის სასწავლო გარემო, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და რესურსები;
- სწავლა-სწავლება, სასკოლო მზაობა და სხვა
გაითვალისწინეთ, თემატიკის ჩამონათვალი საორიენტაციოა და შეგიძლიათ, წარმოადგინოთ მოხსენება სასკოლო განათლების შესახებ ნებისმიერ სხვა საკითხზე;