ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლი გრძელდება. EEU ღია კარის დღეების ფარგლებში 14 ივნისს, 17:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია: ,,აბიტურიენტთა სტრესის მართვა”.
შეხვედრის მიზანია, სამიზნე ჯგუფის წევრებს მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მართონ გამოცდებისა და წინასაგამოცდო მზადებით გამოწვეული სტრესი.
სპიკერი: ნანა გოგიჩაშვილი – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი.
სამიზნე აუდიტორია: სკოლის მოსწავლეები, მაგისტრანტობის კანდიდატები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 14 ივნისი, 17:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
საჯარო ლექციის მსმენელთათვის გაიცემა სერტიფიკატი!
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ARPYJR3jGfvVdL3n8


