აკადემიური პროგრამების განვითარების კომიტეტი
ახალი და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და განვითარების მიზნით ფაკულტეტზე იქმნება მუდმივმოქმედი აკადემიური პროგრამების განვითარების კომიტეტი. კომიტეტს ხელმძღვანელობს ფაკულტეტის დეკანი ან დეკანის მოადგილე.
საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში ჩართული დაინტერესებული მხარეებია:
- ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი
- ფაკულტეტის ადმინისტრაცია
- უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები
- პოტენციური დამსაქმებლები, პროფესიული ასოციაციები
- სტუდენტები და კურსდამთავრებულები
- სხვა დაინტერესებული მხარეები