აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ორგანიზებით 31 მაისს, 16:00 საათზე, სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის გაიმართება EEU-ს პარტნიორი უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტის (საბერძნეთი, ათენი) პროფესორის საჯარო ლექცია თემაზე: „მდგრადი განვითარება და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“.
სპიკერი: ნიკოლაუს ლეანდროსი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტის პროფესორი
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები
სამუშაო ენა: ინგლისური
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 31.05.2023, 16:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401