2023 წლის 4 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) გენერალური სპონსორობით, იმერეთის 7 ქალაქში (ქუთაისი, ვანი, სამტრედია, ხონი, ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული) EEU-მ და კინგსის აკადემიამ სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტის ოლიმპიადა ჩატარდა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ პროექტში, გამოსცადონ და განავითარონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებენ.
ინტელექტის ოლიმპიადა ორ ტურად ტარდება. ფინალში გადასასვლელად 51%-იანი ბარიერის დაძლევა იყო საჭირო. პირველ ტურში 500-მდე სკოლის მოსწავლე ჩაერთო, ხოლო ფინალში 310 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას და საუკეთესო შედეგის მქონე სამეული გამოვლინდება.
ინტელექტის ოლიმპიადის ფინალი 11 ივნისს ქუთაისში გაიმართება.
გამარჯვებულსა და საპრიზო ადგილებზე გასულებს პროექტის გენერალური სპონსორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) სპეციალურ პრიზებს გადასცემს:
- პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება ყოველთვიური სტიპენდიით 6 თვის განმავლობაში – (ჯამური 600 ლარის ოდენობით) და სრულად დაუფინანსდება სწავლა 1 სემესტრის განმავლობაში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში.
- მეორე ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება ყოველთვიური სტიპენდიით 5 თვის განმავლობაში – (ჯამური – 500 ლარის ოდენობით) და დამატებით, გადაეცემა 800 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში.
- მესამე ადგილის მფლობელს კი გადაეცემა ყოველთვიური სტიპენდია 4 თვის განმავლობაში (ჯამური 400 ლარის ოდენობით) და 600 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სწავლის შემთხვევაში.
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზების სია გრძელდება – I, II და III ადგილის მფლობელები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით გაემგზავრებიან საზაფხულო ბანაკში.