აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი ბალტიის საერთაშორისო აკადემია ბიალისტოკის უნივერსიტეტთან (იურიდიული ფაკულტეტი) ერთად აცხადებს ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) მიერ აღიარებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ადამიანის უფლებებზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრია 2020 წლიდან. ELFA დაფუძნდა 1995 წელს ევროპის 80-ზე მეტი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიერ ბელგიის ქალაქ ლევენში და დღეს მსოფლიოს 4 კონტინენტიდან 49 ქვეყნის 150-ზე მეტ იურიდიულ ფაკულტეტს აერთიანებს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მკვლევარებს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ექსპერტები ლატვიის, პოლონეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და საქართველოს უნივერსიტეტებიდან მონაწილეებს გააცნობენ ევროკავშირში ადამიანის უფლებების სხვადასხვა ასპექტებს, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
- საზაფხულო სკოლის თარიღები: 26 ივნისი – 30 ივნისი 2023 წელი
- პროგრამის ხანგრძლივობა: 1 კვირა
- პროგრამის მოცულობა: 32 აკადემიური საათი
- სწავლების ენა: ინგლისური
- მონაწილეობის ფორმა: ონლაინ ZOOM პლატფორმის საშუალებით
- განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 16 ივნისი
- საფასური: უფასო (სერტიფიკატის აღების სურვილის შემთხვევაში – 20 ევრო)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 16 ივნისამდე შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/8ap4iQKGJDKb6DZr7
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bsa.edu.lv/index.php/en/about-us/news/936-elfa-international-summer-school-modern-features-of-human-rights-protection-in-the-countries-of-three-seas.html
სერტიფიკატის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აკადემიის საბანკო ანგარიშზე:
SWEDBANK IBAN: LV68HABA0551003662871
SWIFT: HABALV22
ბენეფიციარი: ბალტიის საერთაშორისო აკადემია
რეგ.Nr.40003101808.
გადახდის მიზანი: ELFA საზაფხულო სკოლა