აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე – „განათლება და მიგრაცია“.
კონფერენციის მიზანი: კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ფართო მსჯელობას განათლებისა და მიგრაციას შორის კავშირის შესახებ.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონფერენციის თემატიკა: ნაშრომების საორიენტაციო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩამოთვლილით.
- მიგრაციის ზეგავლენა განათლებაზე;
- განათლება და მიგრაციის პოლიტიკა;
- განათლება და მიგრანტ ქალთა სოციალ- ეკონომიკური სტაბილურობა;
- საგანმანათლებლო მიგრაცია;
- ინკლუზიური განათლების სისტემები და მიგრაცია;
- განათლება, ომი და მიგრაცია;
- მასწავლებელთა კვალიფიკაცია და მიგრანტ მოსწავლეთა განათლება;
- მიგრანტთა ინტეგრაცია და განათლება;
- ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და მიგრანტ მოსწავლეთა სწავლება;
- განათლების პოლიტიკა და მიგრანტთა განათლების სამართლებრივი ჩარჩოები;
სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული.
რეგლამენტი: მოხსენება 15 წთ, კითხვა პასუხი – 5წთ;
ფორმატი: ჰიბრიდული;