აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) აბიტურიენტებისათვის ორგანიზებული საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრების ციკლის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი აქტივობა: „EEU აუქციონი“.
ღონისძიების ფარგლებში ქ. თბილისის სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუქციონის წესით შეიძინეს საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთები. „EEU აუქციონში“ მონაწილეობის ქულები კი მათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ ინტერაქციულ აქტივობებში ჩართვით დააგროვეს.
„EEU აუქციონზე“ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ:
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის 1125-ლარიანი სასწავლო ვაუჩერები;
- MUZEN-ის პორტატული დინამიკი და რადიო შთაგონებული 80-იანების დიზაინით;
- Smart Watch
- JBL-ის ყურსასმენები და დინამიკები
„EEU აუქციონზე“ გამარჯვებული მოსწავლეები არიან:
- ლილიკო ერაძე – სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა’’;
- ნათია ჯიმშიტაშვილი – 83-ე საჯარო სკოლა;
- გიორგი ლეჟავა – 160-ე საჯარო სკოლა;
- სოსო კუკავა – 175-ე საჯარო სკოლა;
- ქრისტინე კუმარიტოვი – 207-ე საჯარო სკოლა;
- ანასტასია ახვლედიანი – 172-ე საჯარო სკოლა;
- ალისა შმიდ – მე-100 საჯარო სკოლა;
- ლანა სახელაშვილი – 157-ე საჯარო სკოლა;
- მარიამ თაბაგარი – 157-ე საჯარო სკოლა;
- ნიკა ნერსეზაშვილი – ,,მწვანე სკოლა”;
- ნიკა კრავცოვ – ,,შპს სკოლა ენ-ჯი’’;
- ნინო ლაზარაშვილი – 172-ე საჯარო სკოლა.
ღონისძიება მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარიმართა. „EEU აუქციონის“ ყველა მონაწილეს კი საჩუქრად გადაეცათ კინოს ბილეთები.
ღია კარის დღეები EEU-ში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც წინ კიდევ ერთი არაერთი სიურპრიზი და საინტერესო აქტივობა გელით, გახდი EEU-ელი!