▶გაცვლითი პროგრამა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility –ICM) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU და საბერძნეთის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.
პანთეონის უნივერსიტეტი გახლავთ საბერძნეთში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით უძველესი უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1927 წელს და მდებარეობს ათენში. უნივერსიტეტი აერთიანებს ოთხ ფაკულტეტს, სამ კვლევით ინსტიტუტს, თვრამეტ კვლევით ცენტრსა და ლაბორატორიებს, სტუდენტების რაოდენობა კი 19 000-ს აჭარბებს.
▶აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა სრული დაფინანსებით გაცვლითი ერთი სემესტრი გაატაროთ საბერძნეთში, ეზიაროთ საერთაშორისო გამოცდილებას, მიიღოთ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება!
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ისე მგზავრობის ხარჯებს! პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტიპენდიების მიღება! ყოველთვიური სტიპენდიის სახით სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება 360 ევროს ოდენობით.
სტუდენტთა მობილობისთვის სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები: 11/07/2023 – 19/07/2023
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ EEU–ს ქვემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების სამივე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლების მეორე წლიდან, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე.
- სამართლის;
- საჯარო მმართველობის;
- საერთაშორისო ურთიერთობების;
- ფსიქოლოგიის;
- ბიზნესის ადმინისტრირების.
შერჩევის პროცესი განხორციელდება სამ ეტაპად:
- დოკუმენტაციის შემოწმება;
- გამოცდა ინგლისურ ენაში;
- გასაუბრება.
ინგლისური ენის გამოცდიდან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს:
უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებულ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს: TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE;
უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობას (სადაც სწავლების ენა იყო ინგლისური ენა).
სააპლიკაციო დოკუმენტები
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა მიმდინარე წლის 11 ივლისიდან – 19 ივლისის ჩათვლით უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- შევსებული განაცხადის ფორმა (იხ. დანართი)
- სამოტივაციო წერილი;
- პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობა);
- CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით;
- ინგლისური ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სარეკომენდაციო წერილი;
🔻საბუთების მიიღება იწარმოებს EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (ოთახი 102) 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: t.tabatadze@eeu.edu.ge international@eeu.edu.ge