![](https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2023/07/web-2-1.png)
პროფესორი მენგ-პაპანტონი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილსა და ვიცე-რექტორს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საკითხებში, პროფესორ ზვიად როგავას. ასევე, გაიმართა შეხვედრები იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და დასახეს სამომავლო გეგმები.