აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გრიგოლ ჯულუხიძე მიმდინარე წლის 12-17 ივნისს Erasmus+ პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის (STA) ფარგლებში იმყოფებოდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანთეონის უნივერსიტეტში (ათენი, საბერძნეთი).
ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ჯულუხიძემ გამართა შეხვედრები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და მონაწილეობა მიიღო სამუშაო სემინარში უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურთან. ამასთანავე, ჩაატარა ლექცია, თემაზე: “როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა”.
მობილობა განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, EEU-სა და პანთეონის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.