მიმდინარე წლის 14 და 15 ივლისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.
დაცვაზე მოწვეული იყვნენ განათლების პროგრამის განმახორციელებელი პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირი. განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე სამაგისტრო ნაშრომები წარმოადგინეს და წარმატებით დაიცვეს სტუდენტებმა.
სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიამ, პროგრამის ხელმძღვანელებმა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანმა მიულოცეს მაგისტრანტებს კურსის დამთავრება, უსურვეს მომავალი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა!