ვაკანსიის შესახებ:
თანამდებობის დასახელება: საგამოცდო ცენტრის უფროსი
ორგანიზაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. N6, 0159)
განცხადების ბოლო ვადა: 25 აგვისტო, 2023 წელი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- საგამოცდო ცენტრის საქმიანობის ხელმძღვანელობა და წარმართვა;
- საგამოცდო ცხრილების შედგენის უზრუნველყოფა;
- ცენტრის თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება, შესაბამისი მითითებებისა და დავალებების მიცემა და ფუნქციების შესრულების კონტროლი;
- დამკვირვებლების შერჩევის პროცესში მონაწილეობა და მათი გადამზადების პროცესის უზრუნველყოფა;
- ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
- ანგარიშების მომზადება საგამოცდო ცენტრის საქმიანობისა და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
- ცენტრზე დაკისრებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესისა და შეფასების სპეციფიკის ცოდნა;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
- უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა.
- შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- ორგანიზებულობა
- შრომისმოყვარეობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალობა
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გამართული წერისა და მეტყველების უნარი
- თვითგანვითარების უნარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე, საჭიროებიდან გამომდინარე შაბათი დღე.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@eeu.edu.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „საგამოცდო ცენტრის უფროსი“
ჩვენ ვაფასებთ ყველა აპლიკანტს, მაგრამ მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, დამსაქმებელმა ორგანიზაციამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.