აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში, IT სპეციალისტის სტაჟიორის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ღირებული გამოცდილების მიღების მსურველ ენერგიულ, მოტივირებულ სტაჟიორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ვაკანსიის შესახებ:
პოზიციის დასახელება: IT სპეციალისტი (სტაჟიორი)
ორგანიზაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. N6, 0159)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე
ანაზღაურება: 250 ლარი (გადასახადებისა და საპენსიო დანაზოგის ჩათვლით).
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2023 წელი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო გრაფიკი: სტაჟირების პერიოდში – მოქნილი; ხოლო დასაქმების შემთხვევაში – ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე, საჭიროებიდან გამომდინარე შაბათი დღეც.
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა ინტერნეტ-სერვისების (ვებ-გვერდი, ელექტრონული ფოსტა) მომსახურება. დაწესებულების ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის (კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, ინტერნეტი) დაგეგმვა, განახლება და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმების (EEU-EL, ELMA, OPAC, Microsoft-Teams, SMS, უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და მომავალში ნებისმიერი ელექტრონული პლატფორმის) ტექნიკური უზრუნველყოფა, ადმინისტრირება და განვითარებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (განიხილება სტუდენტის სტატუსის მქონე პირებიც);
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
- შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრობლემის სწრაფი გადაჭრის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@eeu.edu.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „სტაჟირება IT სპეციალისტი“.
ჩვენ ვაფასებთ ყველა აპლიკანტს, მაგრამ მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 1 კვირის განმავლობაში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, დამსაქმებელმა ორგანიზაციამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.