ცხადდება საზაფხულო სკოლა საერთაშორისო სისხლის სამართალის მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის. საზაფხულო სკოლის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე/მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სალექციო კურსი ქართველი და უცხოელი პროფესორების/ექსპერტების ხელმძღვანელობით.
საზაფხულო სკოლის ყველა ხარჯი დაფინანსდება ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მიერ!
პროექტი გაიმართება ორ ეტაპად:
1) 25-27 სექტემბერი – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისში (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
2) 27-30 სექტემბერი – საზაფხულო სკოლა ბათუმში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო).
საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა: ინგლისური.
მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა 14 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთონ წარსადგენი დოკუმენტები:https://forms.gle/sX355LyChQrrsmLA8
საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის წესით, შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
1) განაცხადების გადარჩევა;
2) გასაუბრება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მონაწილეს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2/1 დონეზე!
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 16 საუკეთესო სტუდენტი საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
მნიშვნელოვანი თარიღები და დამატებით ინფორმაცია:
- საკონკურსო განაცხადის მიღების პერიოდი: 14/08/2023 – 01/09/2023
- საზაფხულო სკოლის ჩატარების პერიოდი: 25 – 30 სექტემბერი, 2023
- საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: თბილისი / ბათუმი
საზაფხულო სკოლის წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები!
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: vwiclproject@gmail.com