შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველკურსელმა 5 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს – წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები და გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა).
ადმინისტრაციული რეგისტრაცია ითვალისწინებს სწავლის სემესტრული საფასურის სრულად ან ნაწილის გადახდას ,,საქართველოს ბანკის”, “TBC” ან ,,პროკრედიტ” ბანკის ნებისმიერ ფილიალში, იხ. საბანკო ანგარიშები .
დოკუმენტაციის წარმოდგენამდე გადახდილი უნდა გქონდეთ სწავლის საფასური შემდეგი პრინციპით:
- 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი – 0 ლარი;
- 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი ან ოქროსმედალოსანი – 338 ლარი;
- ვერცხლისმედალოსანი – 450 ლარი;
- სხვა დანარჩენ შემთხვევაში – 563 ლარი;
გაითვალისწინეთ, რომ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2250 ლარს;