საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სწავლის საფასურის დავალიანების მქონე სტუდენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სტუდენტის სტატუსი ჰქონდათ შეჩერებული, გაუნულდათ უნივერსიტეტის წინაშე არსებული ფინანსური დავალიანება;
სტუდენტებს, რომლებსაც გაუნულდათ დავალიანება და სურთ, რომ მიმდინარე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდანვე აღიდგინონ სტუდენტის სტატუსი, შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია:
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 9 ოქტომბრამდე (იხ. საბანკო ანგარიში: https://eeu.edu.ge/sabanko-angarishi/); ადმინისტრაციული რეგისტრაცია მოიცავს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის გადახდას სრულად ან ეტაპობრივი გადახდის სისტემით;
- აკადემიური რეგისტრაცია – 2-10 ოქტომბერი;