სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს ქართველი სტუდენტების მიღებას სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის. განაცხადების შევსება შეუძლიათ სტუდენტებს, PhD სტუდენტებს, უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს.
აპლიკანტების მიერ განაცხადი ივსება ონლაინ, შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk
2023-2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 31 ოქტომბერი, 16:00 სთ (ცენტრალური ევროპის დრო).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.scholarships.sk/en/main/programme-terms-and-conditions/foreign-applicants ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: nsp-foreign2@saia.sk.