PROFFORMANCE+ პროექტის ფარგლებში გრძელდება სემინარების სერია სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიებზე.
მესამე შეხვედრა დაეთმობა უმაღლეს განათლებაში სწავლა-სწავლების კონკრეტულ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც უნივერსიტეტებს შეუძლიათ წვლილის შეტანა მესამე მისიის განხორციელებაში.
სემინარის თემატიკა
- სწავლების რამდენიმე ინოვაციური პრაქტიკა PROFFORMANCE-ის სწავლების საუკეთესო პრაქტიკების ბაზიდან;
- PROFFORMANCE პროექტის ფარგლებში შემუშავებული სწავლების შეფასების ინსტრუმენტი აკადემიური პერსონალისათვის.
შეხვედრა ჩატარდება 2023 წლის 7 ნოემბერს, ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის გამოყენებით, ცენტრალური ევროპის დროით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ღონისძიებაზე რეგისტრაცია – https://bit.ly/3MeC4XM
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://profformance.eu/en/agenda-impact-and-mission-with-and-for-society
PROFFORMANCE+ არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.