თემატიკა: კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები აქტუალურ საკითხებზე სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო მართვის საკითხებზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერები/მკვლევარები და დოქტორანტები.
გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობისა და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.
სტატიების ენა: ქართული, ინგლისური, გერმანული და რუსული (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).
კონკურსის შედეგები: ჟურნალში გამოქვეყნდება არაუმეტეს 15 სამეცნიერო სტატია, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.
- სტატიების კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც ერთი, ისე რამდენიმე თანაავტორის მიერ შესრულებული სტატია.
- სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ნოემბერი.
- ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა.
ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით ვებ-გვერდზე და გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
განაცხადის პროცედურებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/45LS620