აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ინიციატივითა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე წლის 2 ნოემბერს უმაღლესი განათლების მუდმივმოქმედი რიგით მე-3 სემინარი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში EEU-ს განათლების მეცნიერებების დოქტორანტმა, გიორგი ჭანტურიამ აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე: „რა შეუძლია იუმორს გვითხრას განათლების მარკეტიზაციაზე საქართველოში.“ მან მსმენელებს გააცნო საკუთარი კვლევითი პროექტი, რომელიც შეისწავლის განათლების მარკეტიზაციის გავლენას მასწავლებელთა ქცევაზე.
სემინარის მეორე ნაწილი დაეთმო მრგვალი მაგიდას თემაზე: „ონლაინ-სწავლება საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები“. მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიას მოდერაციას უწევდა გიორგი თავაძე – ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (EEU), EEU-ს პროფესორი.
მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დარგის ექსპერტემბა და აკადემიურმა პერსონალმა (პროფ. შალვა ტაბატაძე, პროფ. სიმონ ჯანაშია, ასოც. პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი), EEU-ს განათლების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტემა.
მრგვალი მაგიდა ღონისძიების ყველა მონაწილის აქტიური ჩართულობით წარიმართა;