ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პროექტი თემაზე: „ადგილები და სივრცეები უნივერსიტეტის შიგნით და მის გარეთ“.
სპიკერი: გიორგი თავაძე – ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (EEU), EEU-ს პროფესორი.
მოხსენებით ასევე წარსდგება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მარი დოღონაძე, რომელიც განიხილავს თავის პროექტს: ,,საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: ადგილებზე დაფუძნებული პრაქტიკული კვლევა“. პროექტმა შოთა რუსთაველის სახ. ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება მოიპოვა.
სემინარის მეორე ნაწილი დაეთმობა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: გამოწვევები და პერსპექტივები“. შესავალ მოხსენებას ხელოვნური ინტელექტის კვლევების ლიდერი ლუკა ბაკლაგა (ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) წაიკითხავს.
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 14.12.2023, 17:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული (დისტანციური და პირისპირ)
შეხვედრაზე MS Teams-ში დისტანციურად დასწრების ბმული: https://bit.ly/3TcEDh4
პირისპირ ფორმატში შეხვედრის ლოკაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მცირე საკონფერენციო დარბაზი – 201
სემინარზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე