დღეს, 19 დეკემბერს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა!
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე სტუდენტების 16.7%-მა. ხმების 39.1% მიიღო სტუდენტურმა ჯგუფმა „სტუდენტური გაერთიანება“, ხოლო 35.7% – სტუდენტურმა ჯგუფმა „თავისუფალი ხმა“.
არჩევნებში გაიმარჯვა სტუდენტურმა ჯგუფმა „სტუდენტური გაერთიანება“. თვითმმართველობის პრეზიდენტი გახდა მაგდალენა კირკიტაძე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი – ანა ავალიანი.
არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზები, რაზეც საარჩევნო კომისიამ მყისიერად მოახდინა რეაგირება. გამოვლენილ ხარვეზებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.