გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამას ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით.
დაფინანსების უფლების მქონე პირი:
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტებში გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი დაფინანსებისთვის?
- სტუდენტი უნდა ცხოვრობდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში
- სტუდენტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი პირველ სემესტრში 2023 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით (ბაკალავრები) და 15 ნოემბრის მდგომარეობით (მაგისტრები) და მეორე სემესტრში 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით (მაგისტრები, ბაკალავრები)
- საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც სწავლობს სტუდენტი უნდა იყოს აკრედიტებული
- პროგრამის პირველად მოსარგებლე ბენეფიციარებს ბოლო 3 წელი უნდა ესწავლათ და ატესტატი აეღოთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში ან ამ სოფელში საშუალო საფეხურის სკოლის არარსებობის გამო, უახლოესი დასახლების სკოლაში .
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წელს განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge/login/.
რეგისტრაციის ვადები: 22 იანვრის ჩათვლით, 2024
ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესახებ ინსტრუქცია იხ. ბმულზე: https://mes.gov.ge/uploads/files/instruqcia.pdf
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo