აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი შეიქმნა.
ცენტრი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი გარემოს ფორმირების მხარდაჭერას, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მიმართ ჰოლისტიკური მიდგომის დანერგვას, სტუდენტთა კეთილდღეობის ხელშემწყობი პედაგოგიური ინოვაციების გავრცელებას.
კვლევითი ცენტრის საქმიანობას სათავეში ჩაუდგა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი.
ცენტრის ფუნქციები და ამოცანები:
- ჯანსაღი და მდგრადი სასწავლო, სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა სტუდენტების, პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
- ჯანმრთელობისა და მდგრადობის პროფილის გაზრდა უნივერსიტეტის ძირითად საქმიანობაში – სწავლა, კვლევა;
- საქართველოს, ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელება;
- სამეცნიერო-კვლევით ნაშრომებზე მუშობა და გამოცემა (სახელმძღვანელოები, ჟურნალები, სამეცნიერო კრებულები და სხვა);
- სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების, საჯარო ლექციების, საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;
- ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონის ნომერი: +995 32 248 01 41 (102)
ელ. ფოსტა: PMSW@eeu.edu.ge