ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კვლევითი პროექტი თემაზე: „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და მისი გავლენა კარიერულ წარმატებაზე“.
სპიკერი: ნათია გეგელაშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების (ინგლისურენოვანი) სადოქტორო პროგრამის სტუდენტი
სემინარის მეორე ნაწილი დაეთმობა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას თემაზე: „უცხო ენის სწავლება უმაღლეს განათლებაში: გამოწვევები და მათი დაძლევის გზები“.
შესავალ მოხსენებას წაიკითხავს პროფ. მარინე ჩაგელიშვილი-ურუმაშვილი – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ენების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, EEU-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი
მუდმივმოქმედი სემინარის მოდერატორი: პროფ. გიორგი თავაძე – ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (EEU)
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, თანამშრომლები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 25.01.2024, 17:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული (დისტანციური და პირისპირ)
შეხვედრაზე MS Teams-ში დისტანციურად დასწრების ბმული: https://bit.ly/3TcEDh4
პირისპირ ფორმატში შეხვედრის ლოკაცია: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, მცირე საკონფერენციო დარბაზი – 201