სტუდენტური კლუბი “Neurozeal” 2024 წლის 3 თებერვალს პირველ სტუდენტურ სიმპოზიუმს ,,ალცჰაიმერის დაავადება – 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევა’’ მართავს.
სიმპოზიუმის მიზანი:
სიმპოზიუმის მიზანია შეისწავლოს ალცჰაიმერის დაავადების ძირითადი ასპექტები და მისი ნევროლოგიური შედეგები.
სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ შინაარსობრივ დისკუსიებში, მიიღონ საჭირო ინფორმაცია და ხელი შეუწყონ თანამშრომლობითი აკადემიური გარემოს ფორმირებას.
ღონისძიება სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას და აძლევს შესაძლებლობას გააფართოვონ თავიანთი ცოდნა ალცჰაიმერის დაავადების შესახებ, შეიტანონ საკუთარი წვლილი კოლექტიური ცოდნის განვითარებასა და აკადემიური დისკურსის ჩამოყალიბებაში.
სიმპოზიუმის მიზნობრივი ჯგუფი: დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები და სფეროთი დაინტერესებული სხვა პირები.
სიმპოზიუმის ფორმატი: პირისპირ
სამუშაო ენა: ინგლისური
პრეზენტაციის ხანგრძლივობა: 10 წუთი, დამატებით 5 წუთი კითხვა-პასუხისთვის.