ევროპის საჯარო სამართლის აკადემია წარმოადგენს განათლების სფეროში, ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) ფლაგმანს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
თუ გსურთ, ცოდნის გაღრმავება ევროპის საჯარო სამართლის სისტემებზე და ევროპის საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებზე, აკადემია გთავაზობთ 3 – კვირიან საზაფხულო სასწავლო კურსს.
კურსი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
- „გარემო, კლიმატური კრიზისები და მდგრადობა“
- „სახელმწიფო და დიგიტალიზაცია შედარებითი პერსპექტივა“
- „დიგიტალიზაცია და საჯარო ადმინისტრირება/ ჭკვიანი ქალაქები“ და „ერთიანობისა და მრავალფეროვნების დაბალანსება ევროკავშირის კანონმდებლობაში“
კანდიდატები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას და ხარისხს სამართლის, პოლიტიკურ მეცნიერებათა, ევროპული კვლევების, საერთაშორისო საქმეთა და სხვა მასთან დაკავშირებულ დარგებში.
საზაფხულო კურსი ჩატარდება ათენში, 2024 წლის 26 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე.
საზაფხულო კურსის საფასურია: 1350 ევრო
პროგრამისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მაისი.