მცირე გრანტების მიზანი: აშშ-სა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გაძლიერება კულტურითა და გაცვლითი პროგრამით, რომელიც ხაზს უსვამს საერთო ღირებულებებს და ხელს უწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. პროგრამა უნდა შეიცავდეს ამერიკულ კულტურულ ელემენტს, ან კავშირს ამერიკელ ექსპერტებთან, ორგანიზაციასთან ან ინსტიტუტთან კონკრეტულ სფეროში, რაც ხელს შეუწყობს აშშ-ს პოლიტიკისა და პერსპექტივების უკეთ გაგებას.
გრანტის წარდგენის ბოლო ვადა: მარტი 1, 2024, ივნისი 28, 2024, ნოემბერი 1, 2024
პროექტის ბიუჯეტი: 24,000$-მდე.
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე ან ნაკლები.
პროგრამის დაწყების სავარაუდო თარიღი: წარდგენიდან 4 -6 თვის შემდეგ.
PDS კულტურული მცირე გრანტების პროგრამების მაგალითები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- აკადემიური და პროფესიული ლექციები, სემინარები და სპიკერების პროგრამები.
- მხატვრული და კულტურული ვორქშოფები, ერთობლივი წარმოდგენები და გამოფენები.
- კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და შენარჩუნების პროგრამები.
- პროფესიული და აკადემიური გაცვლები და პროგრამები.
პრიორიტეტული სფეროები:
- საქართველოს რეგიონებში დემოკრატიის, კულტურის, ინსტიტუტების, ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ხელოვნების საშუალებით, განსაკუთრებით აშშ-სთან კავშირით.
- თემზე დაფუძნებული კულტურული (მემკვიდრეობის) შენარჩუნების პროექტები, ან პროექტები, რომლებიც მხარს უჭერენ საზოგადოების ჩართულობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობასთან დაკავშირებით.
- საერთაშორისო ფესტივალები საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყოს ამერიკულ-ქართულ კავშირების გაძლიერებას და ამერიკული კულტურის გაზიარებას.
- სპორტული ღონისძიებები და გაცვლები, რომელიც ხელს შეუწყოს ამერიკულ-ქართულ კავშირების გაძლიერებას სპორტის საშუალებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის ან სხვა საერთო პრიორიტეტების განვითარებით.
პროექტის პრიორიტეტების, პირობებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ეწვიეთ ბმულს:
https://ge.usembassy.gov/cultural-small-grants-program/?fbclid=IwAR0v_IEv3CoBklcSp9naxZs3fiqwRJB4ZZOlc-RX_8Cmkgb7dP_-W3gVYZI~