რუმინეთის მთავრობა აცხადებს ყოველწლიურ სასტიპენდიო სასწავლო პროგრამას უცხოელებისათვის, 2024 – 2025 სასწავლო წლისთვის.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 16 მარტი, საბოლოო შედეგები კი გამოქვეყნდება 2024 წლის 15 ივლისს.
სტიპენდია მოიცავს სწავლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურების საფეხურებს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- დიპლომი;
- დიპლომის დანართი;
- დაბადების მოწმობა და პასპორტი;
- რეზიუმე;
- მიმდინარე სასწავლო დოკუმენტები გაცემული აკრედიტებული/აღიარებული საგანმანათლებლო ინსტიტუციის მიერ დოკუმენტის გამცემ ქვეყანაში;
- მაღალი აკადემიური მოსწრება;
- განაცხადის წარდგენის მეთოდოლოგიის/სტრუქტურის დაცვა.
მიღებული სტიპენდია ფარავს:
- სწავლის საფასურს;
- საცხოვრებლის ხარჯს;
- ყოველთვიურ დახმარებას 65 ევროს ფარგლებში ‘’ლეუს’’ ექვივალეტში (რუმინული კურსით) ბაკალავრიატის, 75 ევროს მაგისტრატურისა და 85 ევროს დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
აღნიშნული სტიპენდია არ მოიცავს მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის სასწავლო მიმართულებებს.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro/