პროექტის მიზანია სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და გაუმჯობესება, სტუდენტური საკონტაქტო ქსელის შექმნა.
აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ერთი და იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამი წევრისაგან შემდგარ გუნდებს, რომელთა წევრები სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურებზე.
შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი, სიმულაციის ფორმით, ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის სასწავლო ბაზაზე.
შეჯიბრში მონაწილეობა უფასოა. ყველა ხარჯი, რაც დაკავშირებულია გუნდის წევრთა ტრანსპორტირებასთან (თბილისი-ყვარელი), განთავსებასა და კვებასთან, იფარება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ.
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა არაუგვიანეს 2024 წლის 1 აპრილისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
შენიშვნა: 2024 წლის 20 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1) დაგეგმილია პროექტის საჯარო პრეზენტაცია.