აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით მიმდინარე წლის 19 მარტს გაიმართება არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების, სერგო ბრეგვაძისა და სულხან სურმანიძის მიერ ტილოზე შესრულებული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
სტუდენტების ნამუშევრები გამოირჩევა იდეების ორიგინალური კომპოზიციური ფორმებით. გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი ინდივიდუალური და მხატვრული პროფესიული უნარ-ჩვევებით არის შესრულებული.
განრიგი: 19.03.2024, 17:00;
ხანგრძლივობა: 2 საათი;
განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის შიდა (ფოიე), სართული 4.
დასწრება თავისუფალია!