სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მკვლევრებს, რომელთაც აქვთ აკადემიური ხარისხი და ფლობენ ინგლისურ ან იაპონურ ენებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მკვლევარი უნდა დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში.
სტიპენდია მოიცავს კვლევითი აქტივობებისთვის საჭირო ხარჯების, ასევე შესაბამისი სასწავლო მასალების, განთავსების, ორმხრივი ავიაბილეთსა და ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 1-ელი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით (Japan Standard Time).
დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: