შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობა ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ, მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამებში აღნიშნული საკითხების ინტეგრირება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის რექტორმა ისაუბრა ახალგაზრდების კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხებით ინფორმირების მნიშვნელობაზე. ასევე, იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტი ახორციელებს სტუდენტების ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის.
კახაბერ ლაზარაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი:
„განათლება ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ მოიცავს იმ აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ნებისმიერ ასაკში ესაჭიროებათ ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის. ეს არის განათლება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობისათვის, როგორც ჯანმრთელობის, ასევე სოციუმში მყარი ადგილის დამკვიდრების კუთხით“.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანამშრომლობით განხორციელდება.