2023 წლის 11 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში პროფესორ ნიკა ასვანუას ინიციატივით შედგა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრა-ტრენინგი, სადაც გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მუშაობის სპეციფიკისა და სტატისტიკის მნიშვნელოვანი ქეისების განხილვა.
ტრენინგს უძღვებოდნენ:
ჯონი ჩონიაძე – სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ლიკა ტანიაშვილი – გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი იურისტი;
ნინო ქათამაძე – კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი;
სალომე ქურასბედიანი – საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იურისტი;