აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი იწყებს ტრენინგების სერიას, რომლის მიზანია EEU-ს სტუდენტების კვლევითი უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
კურსის თემატიკა/პროგრამა:
- კვლევის დიზაინი;
- რაოდენობრივი კვლევის მეთოდები;
- თვისებრივი კვლევის მეთოდები;
- ლიტერატურის მიმოხილვა.
ტრენერები
- დავით სიხარულიძე – EEU-ს პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- გიორგი თავაძე – EEU-ს პროფესორი, ვარლამ ჩერქეზიშვილის სახ. ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი;
- ნათია გეგელაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, EEU განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
განრიგი:
- განხორცილების პერიოდი: აპრილი – ივნისი, 2024;
- საკონტაქტო საათი სულ: 20 საათი (10 შეხვედრა).
- ტრენინგების სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა 05 აპრილს, 19:00 საათზე.
- მომდევნო ტრენინგი „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები“ (ნაწილი 1) გაიმართება 25 აპრილს, 19:00 საათზე.
შემდგომი შეხვედრების განრიგი გამოქვეყნდება ყოველი აქტივობის წინ.
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტები
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი და ლოკაცია: პირისპირ – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 401
ტრენინგებით დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს წინასწარი სააპლიკაციო ფორმა 2024 წლის 03 აპრილის ჩათვლით.
ტრენინგების სერიის ფარგლებში თითოეული მოდულის დახურვის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.