უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!
გსურთ, ჩაერთოთ თქვენი ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის მართვაში?
გსურთ, წვლილი შეიტანოთ თქვენი ფაკულტეტის განვითარებაში?
მაშინ გამოიყენეთ შესაძლებლობა და გახდით თქვენი ფაკულტეტის საბჭოს წევრი!
გამოცხადდა ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი 1 აკადემიური პერსონალის არჩევნები.
საბჭოს წევრების არჩევნების ორგანიზების მიზნით რექტორის ბრძანებით შექმნილია საარჩევნო კომისია. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2024 წლის 10 აპრილისა.
საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალის წევრების არჩევა:
საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალი შეიძლება გახდეს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ნებისმიერი პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.
ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი წევრები აირჩევიან ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საერთო კრებაზე ღია კენჭისყრით კრებაზე დასახელებული კანდიდატებიდან.
კანდიდატების დასახელება ხდება აკადემიური პერსონალის საერთო კრებაზე, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც საკუთარი, ასევე სხვა კანდიდატურების დასახელება