აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი იწყებს საჯარო ლექციების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ციკლს მე-10, მე-11 და მე-12 კლასების სკოლის მოსწავლეებისთვის.
26 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება პირველი საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები’’.
სპიკერი: გიზო ჭელიძე – EEU-ს ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
საჯარო ლექციის თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი;
- საერთაშორისო და ადგილობრივი გამოწვევები, მათზე რეაგირების შესაძლო გზები.
სამიზნე აუდიტორია: მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 26 აპრილი, 16:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/9YArkDoRLnVmaMZm8