კონფერენციის მიზანი:
დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლას, კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას.
ვიწვევთ ყველა დოქტორანტს, ჩაერთოს აკადემიურ გარემოში და წარმოადგინოს უახლესი კვლევები სხვადასხვა დარგში; ასევე, კონფერენცია ხელს შეუწყობს განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას;
გარდა სამეცნიერო პროგრამისა, კონფერენცია უმასპინძლებს ინტერაქტიულ ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებიც მიმართული იქნება დოქტორანტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობისკენ: მათ შორის, ეფექტიანი კომუნიკაცია, კვლევის მეთოდოლოგია, აკადემიური წერის უნარები და კარიერული განვითარება; აქტივობები დოქტორანტებს მისცემს შესაძლებლობას, დახვეწონ თავიანთი უნარები და მიიღონ ღირებული რჩევები დარგის ექსპერტებისგან.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტურის სტუდენტები
კონფერენციის ფორმატი: პირისპირ
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ; კითხვა – პასუხი – 10 წთ.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური: სრულად ფინანსდება ორგანიზატორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ