ანამარია დევაძე – არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ის აქტიურად არის ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, მონაწილეობს სხვადასხვა ინიციატივაში და ორიენტირებულია სტუდენტების ინტერესებზე. ანამარიასთვის მნიშვნელოვანია აკადემიური და საზოგადოებრივი აქტივობების დაბალანსება, რათა მომავალში საკუთარი წვლილი შეიტანოს როგორც სტუდენტურ, ასევე სამართლებრივ სივრცეში.


